გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების დროს მომხდარ შემთხვევას გმობს.
ინციდენტთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ კარს მიღმა საგანგებო შეხვედრა დანიშნა. გუშინ საღამოს საათებში, ქალაქ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს 112 ადამიანი დაიღუპა, 760-ზე მეტი კი დაშავდა.
როგორც პალესტინური მხარე აცხადებს, დახმარების დარიგების დროს, ისრაელის არმიამ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. ისრაელში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი გასროლა იყო, მსხვერპლი კი, ჭყლეტამ გამოიწვია.