ირაკლი ქადაგიშვილი: ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას

ირაკლი ქადაგიშვილი: ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას

ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

„ვხედავთ, ყველა კომპეტენტური საერთაშორისო კვლევების საფუძველზე საქართველო ლიდერი სახელმწიფოა. მათ შორის, ეკონომიკის თავისუფლების კუთხით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა, ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას. ჩვენ ამას ვხედავთ აგრეთვე მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო შეფასებები ყველა კომპეტენტური ორგანოს მიერ უმაღლესი ხარისხის არის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებელი, „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, 38-ე ადგილზეა. საქართველო პირველადაა ევროპის საუკეთესო ოცეულში.