ილინოისის შტატის მოსამართლემ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პრაიმერიზის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო. Reuters-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კუკ ტრეისი პორტერმა ახსნა კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რომელიც კრძალავს ფედერალური თანამდებობის დაკავებას ნებისმიერისთვის, ვინც „აჯანყებაში ან ამბოხებაში მონაწილეობდა“.
თავის გადაწყვეტილებაში პორტერი დიდწილად დაეყრდნო კოლორადოს უზენაესი სასამართლოს წინა დადგენილებას, რომელსაც ახლა აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს.
„ილინოისის შტატის საარჩევნო საბჭომ უნდა ამოიღოს დონალდ ტრამპის სახელი ბიულეტენიდან 2024 წლის 19 მარტის პრაიმერიზზე, ან გააკეთოს ისე, რომ მისთვის მიცემული ხმები ბათილად იყოს ცნობილი“, - აღნიშნა კუკ ტრეისი პორტერმა.
ილინოისი გახდა მესამე შტატი, კოლორადოსა და მეინის შემდეგ, სადაც ტრამპი საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღეს. ამ გადაწყვეტილებების აღსრულება შეჩერებულია იქამდე, ვიდრე აშშ-ის უზენაესი სასამართლო კოლორადოს საქმის აპელაციაზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.