Politico: უდავოა, რომ მაკრონი გლობალური ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან რთული იქნება

Politico: უდავოა, რომ მაკრონი გლობალური ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან რთული იქნება

მაკრონი ცდილობს ევროპის ლიდერი გახდეს, თუმცა საფრანგეთი ამისთვის მზად არ არის - ამ შინაარსის სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ხმაურიან განცხადებას უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის თაობაზე საფრანგეთის მოსახლეობა ენთუზიაზმით არ შეხვედრია.

„უდავოა, რომ მაკრონი გლობალური ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან რთული იქნება. ხმაურიანი განცხადების გამო მას არა მხოლოდ რადიკალი მემარჯვენეები და მემარცხენეები, არამედ ცენტრისტებიც დაუპირისპირდნენ. მაკრონის ინიციატივას არც მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, რაც მისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა“, - ნათქვამია სტატიაში.