ექიმის განცხადებით, ჯო ბაიდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი პრობლემები არ აღენიშნება და მას საკუთარი უფლებამოსილების შესრულება შეუძლია

ექიმის განცხადებით, ჯო ბაიდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი პრობლემები არ აღენიშნება და მას საკუთარი უფლებამოსილების შესრულება შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ექიმის, კევინ ო'კონორის განცხადებით, ჯო ბაიდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი პრობლემები არ აღენიშნება და მას საკუთარი უფლებამოსილების შესრულება შეუძლია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს კოგნიტური შესაძლებლობების ტესტი არ ჩატარებია, ვინაიდან ო'კონორმა ამის აუცილებლობა ვერ დაინახა.

„პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი პრობლემები არ აქვს. პრეზიდენტი ბაიდენი არის 81 წლის ჯანმრთელი, აქტიური, ძლიერი მამაკაცი, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილების შესრულება შეუძლია“, - აღნიშნა ო'კონორმა.