რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა, მოსკოვში 1 მარტს დაკრძალავენ. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.
პოლიტიკოსს ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.