დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ტონი რადაკინის განცხადებით, სულ მცირე კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას ვერ დაიბრუნებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
ადმირალის ცნობით, უკრაინა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ მისი ჯარი საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდის.
„ვფიქრობ, ეს რთული მდგომარეობა, სულ მცირე კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, უკრაინის კონტრიერიში 2025 წელს დაიწყება.