საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
"დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გამოაცხადა კოალიციის შექმნა უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის.