გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, რომელიც მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ნაღმებისგან გამწმენდ მანქანებს. ცნობას ამის შესახებ გერმანის მთავრობა აქვეყნებს და აცხადებს, რომ მთლიანობაში, გერმანიამ უკრაინას გამოუყო 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, საიდანაც შვიდი მილიარდი 2024 წლის განმავლობაში გადაეცემა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის „ტაურისის“ რაკეტების გადაცემაზე უარის მოტივი განმარტა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი სახელდება.