პალესტინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პალესტინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პალესტინის პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ შტაიე თანამდებობიდან გადადგა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების წნეხს პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასზე, რადგან ღაზაში ბრძოლების შესაჩერებლად საერთაშორისო მცდელობები ძლიერდება.

განცხადებაში შტაიემ აღნიშნა, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ღაზაში არსებული რეალობა, რომელიც თითქმის ხუთთვიანმა მძიმე ბრძოლებმა შექმნა.

მისი თქმით, მომდევნო ეტაპი მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ ფორმირებას, რომელიც გაითვალისწინებს ღაზის სექტორში არსებულ რეალობას, მოლაპარაკებებს და პალესტინელთა შორის კონსენსუსის გადაუდებელ აუცილებლობას.

შტაიეს განცხადებით, მომდევნო ეტაპი ასევე მოითხოვს ხელისუფლების უფლებამოსილების გაფართოებას პალესტინის მთელ ტერიტორიაზე“.