დავით მათიკაშვილმა არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა. ამ თემაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკაში“ ისაუბრა და აქცენტი „ლელოზე“ გააკეთა.
„ლელო“ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, იმის გარდა, რომ ქვეყანას, მის წინსვლას, განვითარებას და ევროპულ გზას კონსტრუქციულად მიუდგეს. საერთოდ დაცლილია კონსტრუქციულობისგან ეს პოლიტიკური ჯგუფი, კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა. „ლელოს“ მიზანი არ არის ქვეყნის კონსტრუქციული, დემოკრატიული განვითარება და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. „ლელოს“ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქვედინებით და გვერდიდან ცდილობს რაიმე სახით საზოგადოებაზე იმოქმედოს და ამის არანაირი შანსი არ გააჩნია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.