სტრასბურგის სასამართლოში ბევრი საქმე გაასაჩივრეს „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა და პრაქტიკულად ყველა წააგეს. სტრასბურგის სასამართლო ვერ იტყვის, რომ იგი თაღლითი არ არის

სტრასბურგის სასამართლოში ბევრი საქმე გაასაჩივრეს „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა და პრაქტიკულად ყველა წააგეს. სტრასბურგის სასამართლო ვერ იტყვის, რომ იგი თაღლითი არ არის

სტრასბურგის სასამართლოში ბევრი საქმე გაასაჩივრეს „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა და პრაქტიკულად ყველა წააგეს. დარწმუნებული ვარ, თაღლითობაზე საერთოდ არ იმსჯელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ხაზარაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მან ოპოზიციურ მედიას მიმართა და აღნიშნა, რომ კითხვიდან გამომდინარე, მოლოდინია, სტრასბურგის სასამართლო იტყვის, შეიძლება რეალური იყოს ვერსია, რომ მამუკა ხაზარაძეს 18 მლნ მეგობარმა ისე ასესხა, არ გაუმხილა თანხა იმავე დღეს მისივე ბანკიდან რომ ჰქონდა გატანილი.

„თუ თქვენ ასეთი მოლოდინი გაქვთ, რომ ეს არის რეალური ვერსია და ამ ვერსიით გაიმარჯვებს რომელიმე სასამართლოში, გინდაც სტრასბურგის იყოს და გინდაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ცივილიზებული ქვეყნის სასამართლოში, ასეთი მოლოდინი, ბუნებრივია, მე ვერ მექნებოდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ვერსიას არ დაიჯერებს მისი 7 წლის შვილიც კი.

„საბოლოო ჯამში, მერე ეს რომ თაღლითობა არ იყო და ფული სადღაც ოფშორში გაქრა, ასეთი ვერსიის პატრონი სტრასბურგის სასამართლოში მე საერთოდ არ წავიდოდი. თუმცა, მისი უფლებაა. სტრასბურგის სასამართლოში ბევრი საქმე გაასაჩივრეს „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა და პრაქტიკულად ყველა წააგეს. დარწმუნებული ვარ, თაღლითობაზე საერთოდ არ იმსჯელებს. იქ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა თუ არა, ამაზე იმსჯელებს. სტრასბურგის სასამართლო ვერ იტყვის, რომ იგი თაღლითი არ არის. თუმცა, იმ ნაწილშიც, რომელშიც მათ უნდათ მოიგონ და შემდეგ ეს თაღლითობა გადაფარონ, ჩემი აზრით, მაგ ნაწილში წააგებს“, - განაცხადა მდინარაძემ.