ინგრედიენტები
350 გრამი სტაფილო
350 გრამი ჭარხალი
2 თავი პატარა ხახვი
2 ჩ/კ ძირას მარცვლები
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
1 კონა დაჭრილი ოხრახუში
მარილი გემოვნებით
მომზადება
სტაფილო და ჭარხალი გათალეთ და გახეხეთ (ჩაიცვით ხელთათმანები).
გახეხილი ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
პატარა ქვაბში მოათავსეთ ძირას მარცვლები და გააცხელეთ. გამორთეთ გაზქურა და მოაყარეთ ბოსტნეულს. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ძმარი და ოხრახუში. კარგად ამოურიეთ. არომატების გასაჯერებლად 15 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გემრიელად მიირთვით.