ნატოს ქვეყნები ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მასშტაბური წყალქვეშა სამხედრო წვრთნებს მართავენ. ინფორმაცია ამის შესახებ ალიანსის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სწავლებაში სახელწოდებით „დინამიკური მანტა“ კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, აშშ-ის, ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედროები მონაწილეობენ.
სწავლების მიზანი მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენასა და თვალყურის დევნებაში გაწვრთნაა.
„მუდმივად განვითარებად წყალქვეშა ლანდშაფტში, „დინამიკური მანტა“ ეკიპაჟებს წყალქვეშ არსებულ ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვისა და ადაპტაციისთვის ამზადებს. ყოველთვის მზად ვართ და რამდენიმე დღის განმავლობაში ოპერაციებში 24/7-ზე რეჟიმში ვიქნებით ჩართული“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.