ალექსანდრ ლუკაშენკო 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს. ამის შესახებ მან საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს და კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ახლო მოკავშირედ ითვლება.
ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ბელარუსში გუშინ ჩატარდა. ვაშინგტონში უკვე განაცხადეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.