ალბათ, ერთი სული გაქვს როდის დასრულდება შენი ბინის რემონტი. დიდი მოლოდინი გაქვს, რომ საბოლოდ, ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოგიდგენია. შენი წარმოსახვა რომ რეალობად იქცეს, ზუსტად ახლა გჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველა დეტალზე კარგად დაფიქრება.
სწორად შერჩეული საოჯახო ტექნიკა ინტერიერს სრულყოფილებას ანიჭებს, ამიტომ, ყველაფრის წინასწარ, ერთიანად შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
სახლისთვის ტექნიკის შეძენა დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და აჯობებს, ონლაინ განვადებაზე დაფიქრდე.
როგორ იყიდი ტექნიკას ონლაინ განვადებით?
ტექნიკა განვადებით მართლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეგიძლია ერთიანად იყიდო როგორც მსხვილი, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამისთვის არ დაგჭირდება სიარული მაღაზიიდან მაღაზიაში. თუ საქართველოს მასშტაბით შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას ეძებ, მაშინ Extra-ზე ონლაინ სივრცეში შენთვის საჭირო ყველა ნივთს მარტივად იყიდი. რატომ ექსტრა?
- 5 ბანკის განვადებიდან შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი
- უპროცენტო განვადებით ისარგებლებ
- შეარჩევ ყველა სახის ტექნიკას ერთ სივრცეში
- აღმოაჩენ შენთვის საინტერესო ყველა ბრენდს
- ისარგებლებ ფასდაკლებებით
- თითოეულ ნივთზე იმოქმედებს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია
- ყველაფერს კურიერი მოგიტანს ნებისმიერ მისამართზე, საქართველოს მასშტაბით
როგორ უნდა შეარჩიო ტექნიკა ონლაინ
საბანკო განვადებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენამდე, კარგი იქნებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის სწორად გადაწყვეტა:
- იფიქრე ზუსტად რა და რა ფერის ნივთები გჭირდება ინტერიერისთვის
- გადახედე ბრენდებს და არჩიე შენთვის საინტერესო
- თითოეული ტექნიკის შერჩევისას, გაეცანი რეკომენდაციებს და განხილვებს, რაც დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
- შეადარე სხვადასხვა ბრენდის მოდელები და ფასები
რა უნდა გაითვალისწინო ონლაინ განვადების შევსებამდე
ტექნიკის შერჩევის შემდეგ, აუცილებელია გაითვალისწინო, რომ განვადების დამტკიცება დამოკიდებულია შენს კრედიტუნარიანობასა და საკრედიტო ისტორიაზე.
აირჩიე შენთვის სასურველი ბანკი და დეტალურად გაეცანი ონლაინ განვადების პირობებს და გადაწყვიტე რამდენ თვიანი ონლაინ განვადება იქნება შენთვის უფრო მოსახერხებელი.
თუ შემოსავლები არ გიფიქსირდება, თავიდანვე გაითვალისწინე, რომ ბანკის წარმომადგენელი შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტს მოგთხოვს.
შეავსე ონლაინ განვადების განაცხადი მარტივად და დაელოდე პასუხს. ბანკის წარმომადგენელი უმოკლეს დროში განიხილავს განაცხადს და დაგიკავშირდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიღებ დეტალურ ინფორმაციას განვადების პირობების და ვადების შესახებ.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი