ბინის ყიდვა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. უნდა იფიქრო აბსოლუტურად ყველა დეტალზე, რომ მომავალში აღარც ბინის შეცვლაზე ფიქრი დაგჭირდეს და პირიქით, შენი ყოველდღიურობა მაქსიმალური კომფორტით და სიხარულით სავსე იყოს.
სანამ ბინის ძებნას დაიწყებ და გონებაში სავარაუდო ღირებულებას გადათვლი, აუცილებელია იფიქრო, სად და როგორ გარემოში გინდა იცხოვრო.
კომფორტული მდებარეობა
აუცილებელია გაითვალისწინო რა ადგილას აჯობებს ბინის ყიდვა. ის კონკრეტული არეალი გახდება შენი ყოველდღიურობა წლების განმავლობაში.
როგორი გარემოა შენთვის კომფორტული?
- იდეალურ ვარიანტში აჯობებს საცობებისგან თავისუფალ, მშვიდ ქუჩაზე ცხოვრება, სამსახურთან, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ახლოს.
- ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს ცხოვრება დაგეხმარება სერვისების ხელმისაწვდომობასა და ცხოვრების გამარტივებაში.
- თუ შენს ბინას ირგვლივ სიმწვანე, ბაღი ან სკვერი ექნება, დილა-საღამოს ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრებას შეძლებ.
- სათამაშო მოედნის არსებობა შენი პატარის გართობისთვის მნიშვნელოვანია.
- ფიტნეს დარბაზის სიახლოვეს ცხოვრება, ასევე შენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება.
- შენი და შენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, აჯობებს აირჩიო ლოკაცია, რომელიც მანქანებით ნაკლებად დატვირთულია, ამით აირიდებ გამონაბოლქვის სუნთქვას.
- ნათელი ოთახები, სასიამოვნო ხედი და ფართო ჰორიზონტი იდეალური იქნება შენი მენტალური სიჯანსაღისთვის, მითუმეტეს, თუ დროის დიდი ნაწილის გატარებას სახლში აპირებ.
- და ბოლოს, პარკირება - მარტივად შეძლებ მანქანის გაჩერებას?
კვადრატულობა და ოთახების რაოდენობა
რაც უფრო პატარაა ბინის ფართობი, მისი ღირებულებაც ნაკლებია, თუმცა აქ გონივრული გადაწყვეტილების მიღება აჯობებს. იმისთვის, რომ რამდენიმე წელში ბინის გაყიდვაზე არ იფიქრო, აჯობებს, წინასწარ დაიჭირო თადარიგი და ერთით მეტი საძინებელი იქონიო.
და რა არის ასეთი ბინის ღირებულება? რაც მეტია ბინის კვადრატულობა, რაც უფრო კომფორტული და იდეალურია მისი ლოკაცია, ცხადია, ღირებულებაც მაღალია.
ბინის შეძენისთვის იპოთეკა იდეალური საშუალებაა, თუმცა, აუცილებელია, სწორად განსაზღვრო შენი მატერიალური შესაძლებლობები. არსებობს სპეციალური კალკულატორი, რომლითაც მარტივად დაითვლი დაახლოებით რამდენის გადახდა მოგიწევს იპოთეკური სესხით სარგებლობისას. ამისთვის დაგჭირდება იცოდე სესხის თანხა, ვადა და წლიური საპროცენტო განაკვეთი, ასევე, სესხის დასაფარი შენატანების პერიოდულობა და მოცულობა.
ბინის ყიდვამდე იმაზეც დაფიქრდი, რამდენად მიმზიდველი და საინტერესო იქნება ეს უძრავი ქონება სხვებისთვის, იმ შემთხვევაში თუ გაყიდვის ან გაქირავების გადაწყვეტილებას მიიღებ.
ვფიქრობთ, რჩევები დაგეხმარება ყველა დეტალის გათვალისწინებაში და შენთვის და შენი ოჯახისთვის მაქსიმალურად კომფორტული ბინის ყიდვაში.