დიმიტრი ხუნდაძე: სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი

დიმიტრი ხუნდაძე: სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„დღეს ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვს „ნაცმოძრაობას“. დანარჩენი პარტიები არიან თავისუფალ ცურვაში, დაკვირვების ქვეშ ლობისტების მხრიდან. თუ რომელიმე შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ისინი ცალკე გამოვლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთად შეიკვრებიან. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის. თუ სააკაშვილი უფრო სარგებლიანი აღმოჩნდა, სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს და შეასრულებს დაკვეთას. თუკი ზურაბიშვილზე შეჩერდება არჩევანი, მაშინ ის სააკაშვილს არ შეიწყალებს. მისი რეიტინგი ისედაც დაბალია და ერთხელ უკვე გაზომილია არჩევნებში - რომ არა „ქართული ოცნება“, ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. თუ სალომე ზურაბიშვილი შერჩეული იქნება ლიდერად, მას ალბათ სექტემბრისთვის დაატოვებინებენ თანამდებობას და ის ჩაერთვება საარჩევნო მარათონში“, - აღნიშნა ხუნდაძემ.