ზურგის ტკივილი ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მდგომარეობაა,რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.ის შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დისკომფორტიდან - მძიმე,ქრონიკულ ტკივილამდე.ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები მრავალია.რამდენიმე მათგანია:
- კუნთების ან მყესების დაჭიმულობა: გადაჭარბებულმა ფიზიკური დატვირთვამ არასწორმა პოზამ ან უეცარმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის კუნთების დაძაბვა და შესაბამისად ტკივილი ზურგის არეში.
- მალთაშუა დისკის თიაქარი: დაზიანებული მალთაშუა დისკის მისი ადგილმდებარეობიდან მთლიანი ან ნაწილობრივი გამოსვლა.შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტში,თუმცა ხშირია კისრისა და წელის არეში. დისლოცირებული დისკი,ხშირ შემთხვევაში,აწვება ახლომდებარე ნერვს და იწვევს ტკივილს.
- დეგენერაციული ცვლილება: ასაკის მატებასთან ერთად,ხერხემლის მალთაშუა დისკი განიცდის გადაგვარებას,კარგავს მოქნილობას და ა.შ.ეს პროცესები კი იწვევს ზურგის ქრონიკულ ტკივილს.
- სპონდილოზი:დამახასიათებელი სიმტომებია-ზურგის ტკივილი,კუნთების დაჭიმულობა( დილის სააათებში ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ), სახსარზე ან მის ახლოს მსუბუქი ზეწოლით მტკივნეულობა, შეშუპება, მოქნილობის დაკარგვა(ირღვევა სახსრის მოძრაობა მთელ დიაპაზონში).
- ოსტეოქონდროზი ხერხემლის ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა,რომლლის ძირითადი სიმპტომია ტკივილი და დისკომფორტი.
- ინფექციები:ზურგის ტვინის ან მიმდებარე ქსოვილების ინფექციებმა(მაგ:ზურგის ოსტეომიელიტი) შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი.
- სიმსივნეები:ხერხემლის ან მიმდებარე სტრუქტურების სიმსივნეები იწვევენ ზურგის ტკივილს.
- ტრავმა:ხშირად იწვევენ ზურგის ტკივილს.
- არასწორი ცხოვრების წესი:ადინამია ჭარბი წონა,არასწორი პოზიციით ხანგრძლივად ჯდომა, მძიმე ტვირთის აწევა და ა.შ