სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა დამასკოს პროვინციაზე საჰაერო იერიში მიიტანა

სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა დამასკოს პროვინციაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიაზე, დამასკოს პროვინციაზე საჰაერო იერიში მიიტანა, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილის ჩამოგდება შეძლო. ამის შესახებ სირიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ავიაიერიშს მხოლოდ მატერიალური ზიანი მოჰყვა.

ისრაელურ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.