მუცლის ორთოპედიული ქამრები სხვადასხვა ფუნქციის, ფორმისა და მახასიათებლებისაა. ზოგიერთ მათგანს პროფილაქტიკური, სამედიცინო, ზოგიერთს კი თერაპიული დანიშნულება აქვს. აუცილებელია, მისი გამოყენების დროს გაითვალისწინოთ ამ პროდუქტის ხარისხი და ზომა, რათა ზუსტად შეასრულოს ორთოპედიულმა ქამარმა თავისი ფუნქცია. ეს პროდუქტი ხელს უწყობს წელის არეში გამოწვეული ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებას.
რა ტიპის მუცლის ქამრები არსებობს?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg, ბერგერის/Berger მუცლის ორთოპედიულ მუცლის ქამრებს, კორსეტებსა და გერმანული პრემიუმ ბრენდის - Anita-ს, საორსულე პროდუქციას სთავაზობს. მუცლის ქამრების გამოყენებას ზუსტი ხანგრძლივობა არ აქვს, ეს პერიოდი ინდივიდუალურია და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ მუცლის კორსეტის გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მუცლის კორსეტი - არის ნეოპრინის მასალისგან დამზადებული, ჰაერგამტარი, უჩანართო კორსეტი, რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას. ის ახდენს მუცლის მიდამოს ფიქსაციასა და ხელს უშლის კუნთების მოდუნებას.
- ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტი, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ პერიოდში. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
- ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) - მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.
- საორსულე ბანდაჟი - მას გააჩნია პროფილაქტიკური და თერაპიული დანიშნულება. ბანდაჟი ამცირებს კუნთების დაჭიმვის რისკს, მენჯზე დატვირთვის გადანაწილების ხარჯზე კი უზრუნველყოფს დისკომფორტისა და ტკივილის შემცირებას წელის არეში.