პრობლემები, რომლებიც ტერფის დეფორმაციას უკავშირდება, მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბრტყელტერფიანობა. ამ დაავადების დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. ბრტყელტერფიანობის გამომწვევ მიზეზებს განეკუთვნება:
- არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
- ორსულობა;
- პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს;
- სიმძიმეების ტარება.
ბრტყელტრფიანობის მკურნალობა შესაძლოა კომპლექსური მეთოდით - ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია სუპინატორის ტარება. ეს სამედიცინო პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული საფენების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები ადვილად ჯდება სპორტული სტილის, დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს - ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით.