ორთოპედიულ ბალიშებს ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოწესრიგებაში დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, ოფისში საათობით მუშაობა, ადრე თუ გვიან, სისხლის მოძრაობას აფერხებს და ტკივილებს იწვევს კისრის, ზურგისა და ხერხემლის არეში. ასეთ შემთხვევაში, სავარძლის ბალიში ხსნის კუდუსუნის მიდამოში ტკივილსა და აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, რითაც ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას. ხოლო ზურგის ბალიში წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ის დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან და მისი გამოყენება იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევთ ჯდომა. ასევე ძალიან მოთხოვნადია მგზავრობის ბალიში, რადგან ამ პროდუქტის განსაკუთრებული ფორმა თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც მშვიდსა და კომფორტულ მგზავრობაში დაგეხმარებათ. ბალიშებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კისრის ორთოპედიული ბალიში, რომელიც დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნებას ამსუბუქებს და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. ორთოპედიული სამედიცინო ბალიშები ხელს უწყობს:
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
- სხეულის სწორ პოზიციონირებას;
- ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
- უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;
- ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.
სამედიცინო ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აწუხებთ. თუმცა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა ეს პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. სამედიცინო ბალიშების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: infomedical.ge