მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები ყველას ძალიან უყვარს. პირველი რაც მოგზაურობასთან ასოცირდება ჩემოდანია, რომლის გარეშეც გამგზავრება არა მარტო ქვეყნის გარეთ, ქვეყნის ფარგლებშიც კი წარმოუდგენელია.
თუ საზღვარგარეთ მიფრინავთ, მით უმეტეს გჭირდებათ ისეთი მოცულობის ჩემოდანი, რომელიც კონკრეტული ავიაკომპანიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და არ შეგიქმნით პრობლემას.
გარდა ამისა, შეძენისას გახსოვდეთ, რომ ლამაზთან ერთად ის აუცილებლად გამძლეც უნდა იყოს. თუ გინახავთ, როგორ „ალაგებენ“ ჩემოდნებს თვითმფრინავში მიხვდებით, რატომ უნდა გააკეთოთ აქცენტი გამძლეობაზე. ყველა მოგზაურობის წინ ახალ ჩემოდნის ყიდვა რომ არ მოგიწიოთ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ჩემოდნებისა და სამგზავრო ჩანთების საუკეთესო არჩევანი, საუკეთესო ფასებით liloshop.ge-ს აქვს. შეგიძლიათ შეარჩიოთ ონლაინ როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვებისთვის, შეუკვეთოთ მარტივად და დაელოდოთ კურიერს.
სილიკონიVS ნაჭერი?
როგორც იცით, არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ჩემოდანი, განვიხილოთ ისინი მათი ძლიერი და სუსტი მხარეებით.
ამ ეტაპზე ყველაზე ტრენდული სილიკონის ჩემოდნებია, ფერებისა და დიზაინის ფართო არჩევანია და თქვენი გემოვნების გათვალისწინებით შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი. სხვათა შორის, ცნობილი ბრენდებიც კი, ამ მასალაზე აკეთებენ არჩევანს და სწორედ სილიკონის ჩემოდნებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
ამ ტიპის ჩემოდნები არ დეფორმირდება მალე, ანუ ინარჩუნებს ფორმას, ჭუჭყის ამტანია, მარტივად იწმინდება, მსუბუქია, თუმცა, დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების შანსი დაბალია.
რაც შეეხება ნაჭრის ჩემოდნებს, სილიკონისგან განსხვავებით ის მალე იცვლის ფორმას, მაგრამ დარტყმას უფრო მეტად უძლებს, გატეხისა და დაზიანების მიმართ უფრო მყიფეა, აქვს დამატებით სათავსოები, ე.წ. ჯიბეები, რაც იძლევა საშუალებას, უფრო კომპაქტურად და მოწესრიგებულად ჩალაგდეს მასში ნივთები.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია როგორი გორგოლაჭები ექნება თქვენს ჩემოდანს, აუცილებელია ის ბრუნავდეს 360 გრადუსით, სახელური კი, რომლითაც მოგიწევთ მისი ტარება უნდა იყოს მყარი.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ტიპის ჩემოდანზეც უნდა შეაჩეროთ ყურადღება, სასურველია, აეროპორტში დამატებითად შეაფუთინოთ პოლიეთილენის სპეციალურ შეფუთვაში, ამით დაიცავთ როგორც თქვენს ჩემოდანს, ასევე მასში ჩალაგებულ ნივთებს.
პატარებისთვის სპეციალურად, საბავშვო დიზაინის ჩემოდნები შეგიძლიათ შეარჩიოთ liloshop.ge-ზე, თუ ერთად რამდენიმეს შეიძენთ კიდევ უფრო მომხიბვლელი იქნება ფასი და შენაძენი კი - მომგებიანი.
როგორ შევიძინოთ liloshop.ge-ზე ჩემოდანი?
აირჩიეთ სასურველი ჩემოდანი, მოათავსეთ კალათში და გადადით გადახდის მეთოდზე.
გადახდა შეგიძლიათ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან, ასევე ბარათით, ან საბანკო გადარიცხვით.
გაითვალისწინეთ, რომ 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენს თბილისში უფასოდ მიიღებთ.