კარგი ჭურჭელი არასდროს არ არის ზედმეტი ოჯახში, მაგრამ კარგი ჭურჭლის ბიუჯეტურ ფასად შეძენა ნამდვილად დიდი გამოწვევაა.
მართალია, სხვადასხვა მაღაზიები ხშირად გვთავაზობენ ფასდაკლებებს ჭურჭელზე, მაგრამ დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ liloshop.ge-ზე ყოველთვის საუკეთესო ფასია, ფასდაკლების გარეშეც კი.
რა სახის ჭურჭლის შეძენა შეგიძლიათ liloshop.ge-ზე?
რაც კი შეიძლება სამზარეულოში ან სუფრის ლამაზად გაშლისთვის დაგჭირდეთ liloshop.ge-ზე ყველაფერს ნახავთ.
სადილის გემრიელად მომზადებისთვის კარგი ქვა- ტაფები აუცილებელია. თან, ერთი არასდროსაა საკმარისი. იმისთვის, რომ თქვენი სამზარეულო მაღალი ხარისხის და გამორჩეული დიზაინის მქონე ქვაბებით და ტაფებით შეავსოთ liloshop.ge ხსენებული ნივთების უდიდეს არჩევანს გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ნაკრები, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სხვადასხვა ზომის ტაფასა თუ ქვაბს, ასევე დაშლილად, ერთი ან ორი ცალი.
ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია გრანიტის ქვაბები, რომელიც გარდა იმისა ,რომ ლამაზი და პრაქტიკულია, ჯანმრთელობისთვისაა უსაფრთხო, მისი ნაწილაკები არ ხვდება საჭმელში და შესაბამისად არც ჩვენს ორგანიზმში. მათი გამოყენებისას საჭიროა მცირე რაოდენობით ცხიმი, რაც საშუალებას გვაძლევს კერძები ზედმეტი ცხიმის გარეშე მოვამზადოთ, მათთვის ვინც დიეტას იცავს და არიდებს თავს დიდი რაოდენობით ცხიმის მიღებას ამ ტიპის ჭურჭელი ნამდვილად დიდი მიგნებაა.
გარდა ამისა, გრანიტი მდგრადია, მასში თანაბრად იხარშება და იწვება ყველაფერი. მისი ძირი მინიმუმ 6 მილიმეტრი უნდა იყოს. არჩევისას გაითვალისწინეთ რამდენ ფენიანია თქვენთვის სასურველი ქვაბი ტუ ტაფა, ასევე როგორი ტიპის გრანიტითაა დამზადებული ბიო, თუ სტანდარტული. Liloshop-ზე ამ ტიპის ქვაბებს სხვადასხვა დიზაინით ნახავთ და შეუხამებთ თქვენი სამზარეულოს დიზაინსა და ფერებს.
გარდა ამისა, ხსენებულ საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ თეფშები, ჭიქები, დანა - ჩანგალი როგორც ყოველდღიურობისთვის, ასევე სადღესასწაულო სუფრებისთვის.
სერვირებისთვის თუ გაკლიათ რომელიმე მნიშვნელოვანი ნივთი, ლილოშოპზე ამ ტიპის ჭურჭელსაც ნახავთ. დეკანტერის გარეშე სუფრა წარმოუდგენელია, ჰოდა, არ დაგავიწყდეთ მისი შეკვეთა.
თუ საჩუქრად ეძებთ ჭურჭელს, ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ ლილოშოპი, ლამაზი სერვიზები ხომ ყოველთვის სასურველი საჩუქარია ახალდაქორწინებული წყვილებისთვის და არა მარტო მათთვის.
გარდა ამისა, ლამაზი ლარნაკები ინტერიერის გასახალისებლად ყოველთვის კარგი იდეაა, ფერებისა და დიზაინის მიხედვით ხსენებული ნივთები მრავლადაა წარმოდგენილი საიტზე.
თან ამ ყველაფრის მთავარი ხიბლი ისაა, რომ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ონლაინ liloshop.ge-ზე შეძენა და კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ.