მაცივარი ყველა ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოწყობილობაა. რომელია საუკეთესო და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მაცივარი? კითხვაზე პასუხი მარტივია, კარგი მაცივარია ის, რომელიც შენს საჭიროებებს სრულად მიესადაგება.
სტატიაში მაცივრების შესახებ ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიტყობ. დაინტერესდი? განაგრძე კითხვა..
რა ზომის მაცივარი გჭირდება?
მთავარი კითხვა რასაც მაცივრის შერჩევამდე უნდა უპასუხო მისი ზომა და მოცულობაა. უპასუხე რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას:
- რამდენი წევრისგან შედგება შენი ოჯახი?
- რამდენად ხშირად ყიდულობ სასურსათო პროდუქტებს?
- რა ზომის სივრცე გაქვს სასურველი მაცივრის განსათავსებლად?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, ზუსტად გეცოდინება რა ზომის მაცივარი გჭირდება.
არსებობს გავრცელებული დილემა, როცა სივრცის უქონლობის გამო მომხმარებელი ვერ ახერხებს სათანადო ზომის მაცივრის ყიდვას, თუმცა, თანამედროვე მაცივრების შიდა განლაგება და სპეციალური განყოფილებები, მაქსიმალურად გაძლევს საშუალებას, რომ ყველა პროდუქტი იდეალურად განალაგო.
დიზაინის თავისებურებები მეტი კომფორტისთვის
საყინულე კამერა:
თანამედროვე მაცივრებში რამდენიმე ტიპის შიდა განლაგებას ვხვდებით.
- ქვედა საყინულე
- ზედა საყინულე
- გვერდითი საყინულე
თუ რომელია უფრო მოსახერხებელი, ეს ადამიანის ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად, ქვედა საყინულეს მოვიხმართ იშვიათად, ამიტომ გაცილებით კომფორტულია მაცივარი ქვედა საყინულით. გვერდითი საყინულეები დიდი ზომის, ე.წ. side by side მაცივრებში გვხვდება.
თაროების განლაგება:
სრულად შენს კომფორტზე მორგებული მაცივარი რომ გქონდეს, კარგად დაათვალიერე შიდა განლაგებები და დარწმუნდი, რომ ახალ მაცივარში ყველაფრის შესანახად დაგხვდება განყოფილება.
ზოგიერთ მაცივარს გააჩნია მოწინავე ფუნქციები, როგორებიცაა ჭკვიანი ტექნოლოგია, წყლისა და ყინულის დისპენსერები და ტემპერატურის კონტროლირებადი განყოფილებები. ასეთია, მაგალითად, SAMSUNG-ის მაცივრები, რომლებსაც საყინულე კამერაში ცალკე განყოფილება აქვს ყინულებისთვის და ნაყინის შესანახად.
- მიაქციე ყურადღება, რომ თაროები იყოს რეგულირებადი.
- ნაწრთობი მინის თაროები უფრო კომფორტულია შენთვის თუ გისოსებიანი? ამ კუთხითაც, თანამედროვე მაცივრები არჩევანის მრავალფეროვნებას გთავაზობს.
- ე.წ ფრეშ ზონა და ბოსტნეულის შესანახი განყოფილება დაგეხმარება საკვები პროდუქტების შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვაში.
ტემპერატურის კონტროლი
დარწმუნდი, რომ მაცივარს აქვს ტემპერატურის ზუსტი კონტროლი. ამ ფუნქციით, შეინარჩუნებ საკვებს ჯანსაღად, უსაფრთხო და ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:
- თუ შენი სამზარეულო ახლოს არის საძინებელ ოთახთან, ყურადღება მიაქციე, რომ ახალ მაცივარს ჰქონდეს ხმაურის დაბალი კოეფიციენტი. ამ მაჩვენებელზე პასუხისმგებელია კომპრესორი.
- აირჩიე ისეთი მაცივარი, რომლის დასუფთავება და მოვლაც შენთვის მარტივი იქნება. კომფორტულია მოხსნადი, ნაწრთობი მინისგან დამზადებული თაროები და სხვა განყოფილებები.
- დარწმუნდი, რომ მაცივარი, რომელსაც იყიდი სრულად აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს და პარალელურად, დაამშვენებს შენი სამზარეულოს ინტერიერს.