ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა

რუსული „ილ 76“-ის ჩამოვარდნის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავით რუსებს უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდათ, რომელთა გაცვლაც კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმების საფუძველზე იგეგმებოდა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავი, სადაც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.

24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ჯერ არ ფლობენ სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში.