არგენტინაში ხავიერ მილეის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა

არგენტინაში ხავიერ მილეის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა

არგენტინაში მუშების უფლებების შემცირების გეგმის გასაპროტესტებლად ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა, რაც ხავიერ მილეის გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი მასობრივი დემონსტრაციაა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ხალხმრავალი აქციები გაიმართა ბუენოს-აირესსა და სხვა ქალაქებში გაიმართა, დემონსტრაციების ორგანიზატორი პროფკავშირი „შრომის გენერალური კონფერენცია“ (CGT) იყო.

ხავიერ მილეიმ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დერეგულაციის, ხარჯების შემცირებისა და არგენტინული პესოს დევალვაციის გეგმა გაახმოვანა.

მომიტინგეებს, რომლებმაც მილეის გეგმები გააპროტესტეს, ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „ჭამა პრივილეგია არაა“, „სამშობლო არ იყიდება“ და „შეწყდეს პენსიონერების ძარცვა“. ბუენოს-აირესში აქცია პარლამენტის წინ გაიმართა. 7-მილიონიან CGT-ის შეუერთდა სხვა მცირე პროფკავშირები და სამოქალაქო ჯგუფები.

12-საათიანი გაფიცვის გამო შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, „არგენტინის ავიახაზებმა“ დაახლოებით 300 ფრენა გააუქმა.