ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი ლიდერობს

ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი ლიდერობს

ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი ლიდერობს. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ამომრჩეველთა 54,4% აქვს, მეორე ადგილზე კი მისი მთავარი კონკურენტი, გაეროში ამერიკის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილია, რომელმაც ხმების 43,6 პროცენტი მიიღო.

ამ დროისათვის ბიულეტენების 70%-ია დათვლილი. ნიკი ჰეილიმ პრაიმერიზში დამარცხება უკვე აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლას აგრძელებს.