Time: აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანა

Time: აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანა

აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ გამოცემა Time-ი იტყობინება.

„განხორციელებული ზუსტი დარტყმები წარმოადგენს ერაყსა და სირიაში ამერიკელებსა და კოალიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე პასუხს დაჯგუფებებისადმი, რომელთაც ირანი აფინანსებს“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონს არ სურს რეგიონში სიტუაციის ესკალაცია. იერიშის სამიზნეებს შორის იყო მოძრაობა „ქატაიბ ჰეზბოლას“ შტაბ-ბინა, მებრძოლების საწვრთნელი ცენტრი და სამხედრო საწყობები.