ნიდერლანდებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

ნიდერლანდებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

ნიდერლანდებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Politico ნიდერლანდების ფისკალური ინფორმაციისა და გამოძიების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში რეიდები ასევე ჩატარდა ესტონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და კანადაში. ორი ეჭვმიტანილი ქალაქ დიმენში, ერთი კი ჰააგაში დააკავეს.

„ევროჯასთის“ განცხადებით, ორი დაკავებული 2017 წელს დაფუძნებულ ერთ-ერთ ნიდერლანდურ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც დაკავებული იყო რუსეთში „ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობის“ ექსპორტით, ამ აღჭურვილობის გამოყენება კი სამხედრო მიზნებითაც არის შესაძლებელი.