თურქეთის პარლამენტი დღეს ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხს განიხილავს

თურქეთის პარლამენტი დღეს ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხს განიხილავს

დღეს თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა გაიმართება.

ადგილობრივი მედია სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის პარტია „სამართლიანობა და განვითარება“, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

საკითხის დამტკიცების შემთხვევაში, შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ფაქტორად მხოლოდ უნგრეთი დარჩება.