ზამთრის შტორმმა სან-დიეგოში წყალდიდობა გამოიწვია

ზამთრის შტორმმა სან-დიეგოში წყალდიდობა გამოიწვია

ზამთრის შტორმმა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წყალმა გზები დატბორა და მანქანები გაიტაცა. სტიქიის გამო, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მმართველობა მოსახლეობას შინ დარჩენას ურჩევს.