საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განარგძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავეჯის სახლი „კომფორტერი“ არსებულ შოურუმს აფართოებს. 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 2,7 მილიონი ევროა, რაც სრულად, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.

„კომფორტერში მომხმარებელს საშუალება აქვს სრულად მოაწყოს საკუთარი სახლის ინტერიერი. ჩვენთან წარმოდგენილია 15 000 - მდე პროდუქცია, რითიც მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეიძინონ როგორც რბილი, ასევე  საოფისე და ეზოს ავეჯი. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროდუქტისს დიზაინი უნივერსალურია და ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მათთვის სასურველ ავეჯსა თუ დეკორატიულ აქსესუარებს. ამჟამად კომფორტერი ორი ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში, ყაზბეგის გამზირი #12 - სა და ცინცაძის #14-ში.  კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად საჭირო გახდა ყაზბეგის ფილიალის გაფართოება და მომხარებლისათვის კიდევ უფრო დიდი ასორტიმენტის შეთავაზება, რასაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული პროდუქციის ახალი და მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ, რათა მათთვის ავეჯის შერჩევის რთული პროცესი უფრო სასიამოვნო გავხადოთ,“  - განაცხადა მარიამ დვალიშვილმა, კომფორტერის მარკეტინგის მენეჯერმა.

„საქართველოს ბანკის წლებია ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია და ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ავეჯის სახლი კომფორტერი ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მას ბაზარზე ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კომფორტერი, უკვე არსებულ შოურუმს აფართოებს და მომავალი წლიდან მომხმარებლებს არაერთ სიახლესა და ავეჯის კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. გვიხარია, რომ წლიდან - წლამდე კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას ვხედავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძლებებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად ახალი პროექტების განხოცრიელებას,“- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.