ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა - ორი ადამიანი დაიღუპა, 50-ს კი ნანგრევებში ეძებენ

ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა - ორი ადამიანი დაიღუპა, 50-ს კი ნანგრევებში ეძებენ

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მეწყერი ჩამოწვა - ორი ადამიანი დაიღუპა, 50-ს კი ნანგრევებში ეძებენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შემთხვევა ქალაქ ჩჟაოტუნში, ადგილობრივი დროით 05:51 საათზე მოხდა. ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ბრძანებით, სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

სტიქიის ზონიდან 500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში რეგიონში თოვლია მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციას გაართულებს.