დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი კანცელარია ავრცელებს და პრემიერის უკრაინის დედაქალაქის რკინიგზის სადგურზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ვიზიტის ფარგლებში ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება. მედიის ცნობით, ტუსკი მათთან პოლონეთსა და უკრაინას შორის ბოლოს დროს არსებული პრობლემების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა პოლონეთის ემბარგო უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და პოლონელი გადამზიდების მიერ საზღვრის ბლოკირება.

ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ.