იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა.

მას ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ რამალაში მოხდა, სადაც ისრაელელ სამხედროებს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს. პალესტინური მხარის მტკიცებით, 17 წლის მოზარდი ისრაელელი სპეცრაზმელის ტყვიამ იმსხვერპლა.