CNN: დასავლური სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი სულ მცირე კიდევ ორი წელი გაგრძელდება

CNN: დასავლური სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი სულ მცირე კიდევ ორი წელი გაგრძელდება

ამერიკული და სხვა დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი სულ მცირე კიდევ ორი წელი გაგრძელდება. ამის შესახებ სადაზვერვო მონაცემებზე წვდომის მქონე წყაროებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება კიდევ ხუთი წელი გაგრძელდეს. ამის გამო თეთრ სახლს სურს, მიაღწიოს უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას იქამდე, ვიდრე ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა დასრულდება.

ევროპაში მომუშავე ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მეორე მსხვილი კონტრიერიშის დაწყებას შეეცდება, რათა რუსული არმია ქალაქ მელიტოპოლიდან განდევნოს.

როგორც CNN-ი იტყობინება, ამერიკული და სხვა დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები არ ელოდებიან, რომ რომელიმე მხარე მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.