კულება: რა აზრი აქვს პუტინთან ლაპარაკს?

კულება: რა აზრი აქვს პუტინთან ლაპარაკს?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში კაცობრიობის სიცოცხლე და წესრიგია სასწორზე, ამიტომ შეუძლებელია აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა.

"ორი დღის წინ, პუტინმა მკაფიოდ განაცხადა: „ჩვენ არ დავთმობთ იმას, რასაც მივაღწიეთ“. რა აზრი აქვს მასთან ლაპარაკს? ვფიქრობ, [ის] სიკვდილამდე ომების წარმოებით იქნება დაკავებული.

ჩვენ მხოლოდ ერთი რამე უნდა გავიაზროთ: ჩვენ - არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ადამიანებიც, რომლებიც იცავენ გარკვეულ წესებს - გვეკისრება ისტორიული პასუხისმგებლობა ამ ომის მოგებაზე", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.