საფრანგეთის პრემიერი: საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შესუსტდება

საფრანგეთის პრემიერი: საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შესუსტდება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შესუსტდება.

"პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ასობით ბომბის მიწოდება არის იარაღი, რომელსაც უკრაინელები ელოდებიან და რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება ადგილზე", - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა.

"ჩვენ გავაგრძელებთ [უკრაინის] სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რათა დავაკმაყოფილოთ საჭიროებები, განსაკუთრებით განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იქნება გათვალისწინებული უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაში, რომელსაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს თებერვალში კიევში ვიზიტის დროს", - დასძინა გაბრიელ ატალმა.

16 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს.

საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა გამოაცხადა ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა უკრაინაში SCALP-ის 40 რაკეტისა და ასობით ბომბის ახალი მიწოდების შესახებ.

"ჩვენ შევძლებთ ბევრად მეტი აღჭურვილობის მიწოდებას და დავეხმარებით უკრაინას მის საჭიროებებში, განსაკუთრებით მისი ცის დაცვაში. მე თებერვალში გავემგზავრები უკრაინაში", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.