პაკისტანმა ირანს სარაკეტო თავდასხმაზე ასევე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა

პაკისტანმა ირანს სარაკეტო თავდასხმაზე ასევე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანს სარაკეტო თავდასხმაზე ასევე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა. ოფიციალური ისლამაბადის ცნობით, მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტების თავშესაფრებზე“ სისტანი და ბელუჯისტანის პროვინციაში.

ირანული მედიის ცნობით, პაკისტანის დარტყმების შედეგად 3 ქალი და 4 ბავშვი დაიღუპა.

„პაკისტანი სრულად სცემს პატივს ირანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ საპასუხო სარაკეტო იერიში ადასტურებს იმას, რომ პაკისტანი მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას ნებისმიერი სახის საფრთხისგან“, - განაცხადეს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

16 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე, ბელუჯისტანის პროვინციაში დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ პაკისტანმა ირანიდან თავისი ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს ირანის ქმედებებს.