აშშ-მა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა 14 სამიზნეზე - იემენელი ჰუსიტების რაკეტებზე, რომლებიც წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის იყო გამზადებული. CENTCOM-ის ცნობით, რაკეტები უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა სავაჭრო გემებისა და აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებისთვის.

CNN-ის ცნობით, დარტყმები Tomahawk-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში ჰუსიტებზე ამერიკელების მიერ მიტანილი მეოთხე იერიშია.

12 იანვარიდან მოყოლებული აშშ და დიდი ბრიტანეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. აშშ-მა მოძრაობა „ანსარ ალაჰი“, ცნობილი იემენელი ჰუსიტების სახელით, ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა შეიყვანა.