იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საბერძნეთის კუთვნილ და მალტის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს რაკეტები ესროლეს

იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საბერძნეთის კუთვნილ და მალტის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს რაკეტები ესროლეს

იემენელი ჰუსიტები, ისრაელის მიმართულებით მცურავ გემზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან. გავრცელებული ცნობით, მათ წითელ ზღვაში საბერძნეთის კუთვნილ და მალტის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს, სამხედრო საზღვაო რაკეტები ესროლეს.

თავდასხმის ფაქტი დაადასტურა საბერძნეთმაც, გავრცელებული ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

„პალესტინელი ხალხის მხარდაჭერისა და ღაზის სექტორში აგრესიის საპასუხოდ, იემენელი ჰუსიტების სამხედრო საზღვაო ძალებმა, გემ “ზაგრაფიაზე“ თავდასხმის ოპერაცია ჩაატარეს. გემი ოკუპირებული პალესტინის მიმართულებით ცურავდა. მას ჩვენი რაკეტები მოხვდა. ოპერაციის დაწყება, ხომალდის ეკიპაჟის მიერ ჩვენი გაფრთხილების იგნორირებას მოჰყვა. ვაცხადებთ, რომ ჰუსიტთა შეიარაღებული ძალები ასრულებს თავის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ღაზის სექტორში აგრესია და პალესტინის ბლოკადა არ შეწყდება“, - განაცხადა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარეამ.