ზედიზედ მეორე წელს ჩინეთში მოსახლეობა შემცირდა

ზედიზედ მეორე წელს ჩინეთში მოსახლეობა შემცირდა

ზედიზედ მეორე წელს ჩინეთში მოსახლეობა შემცირდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ჩინეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 1,409 მილიარდს შეადგენს, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 2,08 მილიონი ადამიანით ნაკლებია. შედარებისთვის, ინდოეთის მოსახლეობა 1,425 მილიარდს შეადგენს.

ექსპერტების თქმით, ეს გამოწვეულია შობადობის მაჩვენებლის მრავალწლიანი შემცირებითა და სწრაფი ურბანიზაციით.

პეკინის ცნობით, ამჟამად შობადობის მაჩვენებელი 1000 ადამიანზე 6,39-ს შეადგენს, რაც ანტირეკორდს წარმოადგენს.