დონალდ ტრამპმა აიოვის კოკუსი მოიგო

დონალდ ტრამპმა აიოვის კოკუსი მოიგო

დონალდ ტრამპმა აიოვის შტატში რესპუბლიკელთა კოკუსის მონაწილეთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხმათა 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 50,9% აქვს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელსაც მხარი მონაწილეთა 21,3%-მა დაუჭირა მხარი. გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, 19,1%-ით მესამე ადგილზეა.

ბიზნესმენმა ვივეკ რამასვამიმ, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა თავისი კამპანიის დასრულების შესახებ განაცხადა.
კოკუსის შედეგებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში X გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა ახლახან აიოვაში გაიმარჯვა. ამ ეტაპზე ის სხვა მხარის აშკარა ლიდერია. მაგრამ აი რაშია საქმე: ამ არჩევნებზე ძალები ყოველთვის ასე უნდა გადანაწილებულიყო - მე და თქვენ MAGA რესპუბლიკელების წინააღმდეგ“, - დაწერა ბაიდენმა.

კოკუსი კანდიდატებისა და ამომრჩევლების არაფორმალურ შეხვედრას წარმოადგენს, რომლის დროსაც ღიად ხდება სხვადასხვა კანდიდატურის განხილვა და შემდეგ კენჭისყრის გზით დელეგატების არჩევა.

კოკუსი დელეგატების შერჩევის ყველაზე ძველი ფორმაა. კოკუსის დროს ამომრჩევლები ცხადდებიან ხმის მისაცემ ადგილებში, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ პოლიტიკური დებატების მოსმენა. პრაიმერიზის დროს კი ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე და ბიულეტენს საარჩევნო ყუთში აგდებს.