ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს და იემენის წინააღმდეგ თავდასხმებისა და ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ურჩევს.
ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო აქტები კრიზისის მოგვარებას ვერ შეძლებს. როგორც ირანის მთავარი დიპლომატი ირწმუნება, ჰუსიტების მაღალჩინოსნებმა ირანს განუცხადეს, რომ წითელ ზღვაში თავდასხმებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ღაზის წინააღმდეგ ომი იქნება.