ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 24 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.