წითელი ქარი კანის მწვავე სტრეპტოკოკური დაავადებაა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ კანის ბაქტერიული ინფექციაა. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაქვეითებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს. წითელი ქარის სიმპტომებია:
- ცხელება;
- კუნთების ტკივილი;
- კანის დაზიანება;
- ქავილი;
- დაჭიმულობა დაზიანებულ უბნებზე;
- ინტოქსიკაცია.
კიდურზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში, რათა შემცირდეს ანთებითი შეშუპება და ტკივილი. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე ხდება შესაბამისი პრეპატარების დანიშვნა და კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. ეს მოვლის საშუალებები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ასევე, აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კომპრესიული წინდების ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის არის შვეიცარიული ბრენდის, SIGVARIS-ის ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვაა". ამ ბრენდის გარდა, კომპანიის ფილიალებში შეხვდებით Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის კომპრესიულ წინდებს. მათ შესაძენად კომპანიის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც შეუძლია.