ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო ღვთისმსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.