საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანმა ორ ფრანგ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო გააძევეს. უცნობია, კონკრეტულად რა გახდა დიპლომატების გაძევების მიზეზი.